ისტორიული მიმოხილვა

ლიტერატურული მიმოხილვა

მაყაშვილთა გოდება

კოლაუ ნადირაძე

ტიციან ტაბიძე

ნაწარმოებები მასალები

     
 

პროექტში მოხდა სამი სასკოლო დისციპლინის ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და ინფორმატიკის ინტეგრირება.

 

ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის დიდებული საუბრები  მიზანია ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობის სიღრმისეული შესწავლა XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე რათა აღვიქვათ სამყარო მთლიანობაში და განვსაზღვროთ საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში, ჩამოგვიყალიბდეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობა.

აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით ათვლის წერტილად ავიღეთ 1918-1921 წლების მწერლობა. I ეტაპზე განვიხილეთ და შევისწავლეთ ამ პერიოდში მიმდინარე ისტორიული პროცესები, რათა უკეთ დაგვენახა, რა ზეგავლენა მოახდინეს მათ იმდროინდრელ ქართულ მწერლობაზე, რომელი ლიტერატურული მიმდინარეობანი იყო იმ დროს საქართველოში, იმ პერიოდისათვის მოღვაწე ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება.

პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენდა, ჩვენი თანატოლებისათვის ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია გაგვეხადა უფრო იოლად ხელმისაწვდომი, რათა ჩვენ თანატოლებს ისტორიული და ლიტერატურული ფასეულობების მიმართ შეიგრძნოთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, პატივისცემა და სიყვარული.

ჩვენი პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის შეძენა. ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური თემების ურთიერთკავშირის გააზრება, დისკუსიაში მონაწილეობა, დიალოგიური მეტყველების უნარ-ჩვევების ჩამიყალიბება, ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკასა და ისტორიული მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვით, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებითა და მისი არგუმენტირებით.

 

 

 
     
 

პროექტის შესახებ

ავტორები და კონსულტაციები

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 

2008 წელი. 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Хостинг от uCoz