1918
წლის
26 მაისს,
საქართველოს
ეროვნული
საბჭოს
სხდომაზე,
ნოე
ჟორდანიამ
გამოაქვეყნა
საქართველოს
დამოუკიდებლობის
აქტი,
რომელიც
იუწყებოდა
რომ,
ამიერიდან
საქართველოს
ხალხი
სუვერენულ
უფლებათა
მატარებელია
და
საქართველო
სრულუფლებოვანი,
დამოუკიდებელი
სახელმწიფოა.
აღდგა
117 წლის
წინ
განთქმული
სახელმწიფოებრიობა.
ეს
ისტორიული
აქტი
საქართველოს
ეროვნული
მოძრაობის
უმთავრესი
დამაგვირგვინებელი
შედეგი
იყო
მე19
საუკუნის
დასასრულისა
და
მე20
საუკუნის
დამდეგისათვის,
მაგრამ
ქართველი
ერის
სიხარული
ხანმოკლე
აღმოჩნდა.
1921 წლის
25 თებერვალს
საქართველოში
დამყარდა
ბოლშევიკური
ხელისუფლება,
დაემხო
ეროვნული
მთავრობა.
სისხლიანი
თბილისური
თებერვლის
შესახებ,
ქართველი
პოეტები
გულისტკივილს
ვერ
მალავდნენ.
თავგანწირული
ბძოლისაკენ
მოუწოდებდა
თანამემამულეებს
იოსებ
გრიშაშვილი:
იბრძვიან
ჩვენი
ცეცხლის
მხედრები,
ახალგაზრდებო,
დროშას
შეჰფიცეთ,
რომ
ერთი
რიგი
თუ
დამარცხდება,
მეორე
სიკვდილს
დაუცდის
მტკიცედ.
უბედურება
ის
იყომ,
რომ
ამ
უთანასწორო
ბრძოლაში
ქვეყნის
მოღალატე
შვილებიც
ერივნენ.
ამ
ვითარების
გამო
კონსტანტინე
გამსახურდია
წერდა:
ხამს
მომაკვდავი
მამულისთვის
ცეცხლს
ეზიაროს,
ქართველო
ერო!
გარეწართა
გროშზე
გაგყიდეს!
სჯობს
მტრად
მოსულმა
ჩვენ
ცხედრებზე
გადაიაროს,
ვიდრე
სამშობლოს
ვერაგულად
თვალებს
დასთხრიდეს.
თებერვლის
სუსხიან
დღეებში
დაეცა
საქართველოს
დამოუკიდებლობის
დროშა.
იოსებ
გრიშაშვილი
გოდებს:
სიზმრად
ვნახე,
საქართველო,
სისხლის
ზღვაში
ბანაობდა,
დაფლეთილი
ჩვენი
დროშა
კოჯრის
თავზე
ქანაობდა.
ბრძოლის
ველზე
დაეცა
პოეტ
კოტე
მაყაშვილის
ქალიშვილი
მარიამ
მაყაშვილი,
გულმოკლული
მამისა
და
მამულიშვილის
გოდება
ისმის
პოეტის
ლექსში
|