კოლაუ
ნადირაძე
...მე
ვანაცვალე
მხოლოდ
სამშობლოს
ჩემი
ფიქრი
და
განცდა
წითელ
დროებაში,
ყოველგვარი
ადამიანური
ფასეულობები
და
ღირებულებანი
ხელყოფილ
იქნა.
Aამ
საშინელ
რელობაში,
რომელსაც
უცხოელთათვის
რკინის
ფარდით
ფარავდნენ,
რათა
კომუნიზმისაკენ
სწრაფვის
ნიღაბ
ქვეშ
ვინმეს
უდანაშაულო
ხალხის
დაღვრილი
სისხლი
და
დატერორებული
ერები
არ
ეხილა.
ბოლშევიკური
ხელისუფლების
დამყარების
შემდეგ,
ნელ-ნელა
ყველა
ლიტერატურულ-დეკდენტური
მოძრაობა
ჩაკვდა.
პოეტების
ერთი
ნაწილი,
კომუნისტური
ტერორის
მსხვერპლი
გახდა,
სხვანი
ჩრდილში
დადგნენ,
ზოგმა
ხელისუფლების
სამსახურში
ჩადგომა
არჩია.
მაშინ
ვითომდა
საერთო
საქმის
არგაფუჭების
მიზნით,
ადამიანებს
უმიზეზოდ
ხვრეტდნენ
და
აციმბირებდნენ.
ხოლო
ქვეყანაში
მკვიდრდებოდა
იდეოლოგია,
ერთეული
ადამიანების
უბედურებით
მასების
ბედნიერების
შესახებ,
ამ
ვითარებაში
ძნელი
იყო
ოდნავი
წინააღმდეგობა
გაგეწია
წითელი
ჩექმისათვის.
მაგრამ
ეს
ხომ
საქართველოა,
ბევრი
მოღალატეების,
უფრო
რე
მეტად
კი
უდიდესი
პატრიოტების
ქვეყანა.
თავისუფალი
და
პატრიოტი,
ამ
ორი
სიტყვით
შეგვიძლია
დავახასიათოთ
ქართველი
მწერალი
ცისფერყანწელთა
წარმომადგენელი
კოლაუ
(ნიკა)
ნადირაძე.
მისი
ლექსები
ეს
არის
გრძნობები,
რომელიც
მწერალმა
სიტყვებში
ასახა.გულიანი
კაცი,
გულიდან
წამოსული
სიტყვებით
წერდა:
არა
მჩვევია
უსულგულოდ
ლექსის
კეთება,
არა
მჩვევია
უსულგულოდ
რითმების
კრეფა!
ლექსი
გაჩნდება,
როცა
ჩემს
გულს
ცეცხლი
ედება
და
თავისუფლად
მოდის
სიტყვა
და
მწყობრში
დგება
ეს
სულ
ერთია
მიხარია,
თუ
გული
კვდება.
კოლაუ
ნადირაძე
ქუთაისში
1895
წელს,
12
მაისს,
შეძლებულ
ოჯახში
დაიბადა.
კოლაუს
მამა,
გალაქტიონ
ნადირაძე
წარმატებული
ექიმი
გახლდათ
და
საკუთარ
კლინიკასაც
ფლობდა
ქუთაისში.
მათ
ოჯახში
თავს
იყრიდნენ
იმდროინდელი
მწერლები
და
საზოგადო
მოღვაწეები.
ოჯახთან
ახლო
მეგობრობა
აკავშირებდა
აკაკი
წერეთელს.
ერთხელ
თურმე
რიგითი
სტუმრობისდ
დროს
პატარა
კოლაუ
აკაკის
კალთაში
მჯდარა,
ამ
დროს
ოთახში
მამა
შემოსულა,
მწერალს
მიუხარებია:
გალაქტიონ
ბიჭო,
შენი
სვილი
მგონი
ლექსებს
წერსო
-
ვერ
გამიბედავს
მაგასო
-
პასუხი
გაუცია
მამას.
-
აი
მასე
ეგონა
მამაჩემს
როსტომსაც,
მაგრამ
გავბედე
და
დავღუპეო
-
უთქვამს
წერეთელს.
რა
გასაკვირი
უნდა
იყოს,
რომ
კოლაუ
ნადირაძე
აკაკის
ეთაყვანებოდა
და
მისი
პოეზიის
მოტრფიალე
დარჩა
სიცოცხლის
ბოლომდე.
კოლაუ
ნადირაძე
ქუთაისის
კლასიკური
გიმნაზიის
მოსწავლე
(დღეს
ქუთაისის
1
საჯარო
სკოლა)
გახლდათ.
ყველა
მეგობარს,
რომელიც
შემდეგში
ცისფერყანწელთა
ჯგუფში
შევიდა,
იგი
ჯერ
კიდევ
გიმნაზიიდან
იცნობდა.
ქუთაისის
კლასიკურ
გიმნაზიაში,
ისევე
როგორც
ყველგან
რუსეთის
იმპერიაში,
მკაცრი
რეჟიმი
სუფევდა,
მაგრამ
ამას
ხელი
არ
შეუშლია
მისი
ღირსებებისა
და
ფასეულობების
ჩამოყალიბებაში.
მეგობრებთან
ერთად
მისი
ბრძოლის
მთავარი
მიზანი
თავისუფლება
გახდა.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ქართული
ენა
იდევნებოდა
და
სასწავლებელში,
კვირასში
მხოლოდ
ერთი
გაკვეთილი
ტარდებოდა
კოლაუმ
შეძლო
დიდი
წარმატებით
შეესწავლა
ქართული
ენა,
იმ
დროს
ფართოდ
გავრცელებულ
იატაქქვეშა
ლიტერატურულ
წრეებში.
კლასიკური
გიმნაზიის
დამთავრების
შემდეგ,
მწერალმა
სწავლა
მოსკოვის
უნივერსიტეტის
იურიდიულ
ფაკულტეტზე
განაგრძო,
თუმცა
არეულობის
გამო
ვერ
დაამთავრა
და
დიპლომიც
აუღებელი
დარჩა.
მოსკოვში
მთელი
სტუდენტობა
მის
კმაყოფაზე
ცხოვრობდა.
დიდი
მოქეიფე
კაცი
გახლდათ
თურმე
კოლაუ.
საქმე
იმაშია,
რომ
მდიდარი
ოჯახის
შვილს
მამა
თვეში
200
თუმანს,
ხოლო
ბაბუა
კი
სამასს
თუმანს
ოქროთი
უგზავნიდნენ
თურმე.
კოლაუს
ბაბუას
პირველ
ვაჟ
შვილიშვილს
განსაკუთრებული
სიყვარულით
მზრუნველობდა.
სწორედ
მისი
ინიციატივით
გაემგზავრა
მოსკოვში,
შემდეგ
კი
უკვე
საფრანგეთში
უნდა
ჩასულიყო
მარსელში
სახლიც
ჰქონდათ.
გარკვეული
ხანი
კოლაუს
საფრანგეთში
მოუწია
ცხოვრება.
საინტერესოა
ერთი
ფაქტი
იქაური
ცხოვრებიდან:
12
წლის
კოლაუ
თავის
ფრანგ
მეგობართან
ერთად
ამერიკისაკენ
მიმავალ
გემზე
შეპარულა.
უნდოდა
ამერიკაში
ჩასულიყო
ინდიელების
დასაცავად
თუმცა
დაინახეს
და
გემიდან
მოხსნეს.
ცისფერყანწელთა
წარმომადგენელს
ბუნებამ
მხოლოდ
პოეტური
ნიჭი
როდი
დაანათლა,
მრავალმხრივ
განათლებული
კაციც
იყო
კოლაუ
ნადირაძე.
იმ
პერიოდში.
მასზე
უკეთესი
ძვირფასი
თვლების
ექსპერტს
ძნელად
თუ
შეხვდებოდით.
იგი
თავისი
ცხოვრების
სტილით,
ელეგანტურობითა
და
ინტელექტუალობით
გამორჩეული
ადამიანი
გახლდათ.
ერთი
დეტალიც,
იგი
შესანიშნავად
ერკვეოდა
სუნამოებში.
სულით
ხორცამდე
სპორცმენი,
ყოველ
დილით
ვარჯიშობდა,
უყვარდა
ცურვა,
სამოცდაათ
წელს
მიტანებული
კაცი,
თავის
7-8
წლის
შვილს
ზურგზე
დაისვამდ
ადა
ისე
გააპობდა
ზღვის
ტალღებს.
44
წლის
კოლაუ
ნადირაძემ
თავისი
ბედი,
17
წლის
ნორა
ფროილენ
რეინზერ
სიგატოვსკის
დაუკავშირა.
მეგობრის
ქალიშვილთან
ქორწინება
ყველაზე
იღბლიანი
აღმოჩნდა;
მათმა
თანაცხოვრებამ
51
წელს
გასტანა.
მანამდე
იყო
სამი
ხანმოკლე
ქორწინება.
სამი
ცოლიდან,
მხოლოდ
ორთან
ჰქონდა
ხელი
მოწერილი:
პირველად
თამარ
საყვარელიძესთან
იქორწინა,
რომელთანაც
ორი
გოგონა
შეეძინა,
მეორედ
ფრანგ
ასულზე,
მესამედ
რუს
ნინა
მიხაილოვასთან,
ხოლო
მეოთხედ
გერმანელ
ნორასთან
და
მიუხედავად
ამხელა
ასაკობრივი
სხვაობისა,
სწორედ
ბოლო
ქორწინება
აღმოჩნდა
ყველაზე
სიცოცხლისუნარიანი,
რაშიც
ლომის
წილი
ქალბატონ
ნორას
მიუძღვის.
მათი
სიყვარულის
ნაყოფი
ნუგზარი
გახლდათ.
თავისი
თბილი,
მეგობრული
დამოკიდებულებით
გამორჩეული
მწერალი
თავის
შვილთან
განსაკუთრებულ
სითბოს
ამჟღავნებდა.
ნუგზარ
ნადორაძე
ასე
იხსენებს
მამას:
მე,
რომ
დავიბად
მამა
91
წლისა
იყო,
ჩემამდე
ორი
ძმა
პატარა
ასაკში
გარდაცვლილან,
ძალიან
მეგობრული
ურთიერთობა
მაკავშირებდა
მამასთან.
ძალთ
არაფერს
მეკითხებოდა.
თუ
რამეს
ვეტყოდი
მთელი
გულით
ჩემთან
იყო.
ლიბერალური
ხასიათი
ჰქონდა.
ოღონდ
ტყვილი
არ
მეთქვა
და
ყველაფრის
უფლებას
მომცემდა.
სიგარეტის
მოწევა
ადრეულ
ასაკში
მერვე
კლასში
დავიწყე,
არ
ვამხელდი,
თუმცა
დედა
ეჭვობდა...
ერთხელაც
მამას
გაანდო
საკუთარი
ეჭვები.
მიუხედავად
იმისა,
რომ
მამა
ჩემს
მიმართ
განსაკუთრებით
მიმტევებელი
იყო,
არასოდეს
ხელი
არ
დაურტყამს,
პირიქით
დიდი
სიყვარულით
მეპყრობოდა,
მაგრამ
მაინც
მეშინოდა,
ტყუილის
თქმას
ვერ
ვბედავდი.
-ეწევი
სიგარეტსო?
მკითხა,
-
კი
მეთი
ვუპასუხე.
გადახედა
დედას
და
უთხრა
-რა
ვქნათ
ეწევა
ბავშვი
სიგარეტსო!
-
ძალიან
სათუთად
მეპყრობოდა
სულ
თავისი
ხელით
მბანდა,
მასაჟებს
მიკეთებდა.
მახსოვს
მამის
მზრუნველი
ხელები.
მუშტითაც
ცნობილი
იყო
კოლაუ
ნადირაძე.
ძალღონით
გამორჩეულს
ჩხუბი
კარგად
ეხერხებოდა,
არც
თავის
ლექსებში
დაუმალავს
69
წელს
მიღწეული
მწერალი
წერდა:
მე
ახლაც
შემწევს
გნებავთ
სიტყვით,
გნებავთ
საქმით,
გნებავთ
მკლავით
პასუხი
გავცე
თოვდა
და
თბილის
ებურა
თალხი,
დუმდა
სიონი
და
დუმდა
ხალხი,
ძილღვიძრად
იყო
ქალაქი
ჩემი,
საშინელებას
კვლავ
სჭედდა
გრდემლი
ისევ
გოლგოთა
და
ისევ
ცრემლი!
მშობელო
დედავ,
ისევ
გაგყიდეს,
ისევ
წამების
ჯვარი
აგკიდეს
არ
შეგიბრალეს
კვლავ
არ
დაგინდეს,
თოვდა
და
თბილისს
ებურა
თალხი,
დუმდა
სიონი
და
დუმდა
ხალხი.
დაცხრა
კოჯორი
და
ტაბახმელა,
მხოლოდ
თოვლი
ცვიოდა
ნელა,
ეფინებოდა
გმირების
გვამებს
-
განგმირულ
მკერდებს,
დალეწილ
მკლავებს
და
უძრავ
იყო
თებერვლის
ღამე.
თოვდა
და
თბილისს
ებურა
თალხი
დუმდა
სიონი
და
დუმდა
ხალხი.
იმ
გზით
სად
წინათ
ელავდნენ
ხმლები,
სად
სამას
გმირთა
დაიფშვნა
ძვლები,
სად
ქართლის
დედის
ცრემლით
ნანამი,
მძიმედ
დაეშვა
ჩვენი
ალამი.
სად
გმირთა
სისხლით
ნაპოხიერი,
თოვლს
დაეფარა
კრწანისის
ველი,
წითელი
დროშით,
მოღერილ
ყელით,
თეთრ
ცხენზე
მჯდომი,
ნაბიჯით
ნელით
შემოდიოდა
სიკვდილი
ცელით!
თოვდა
და
თბილის
ებურა
თალხი,
დუმდა
სიონი
და
დუმდა
ხალხი.
<<< უკან
|