ისტორიული მიმოხილვა
15 წლის წინ,
საქართველომ აღიდგინა
დამოუკიდებლობა, და
ეს იყო გაგრძელება იმ
ისტორიული
მოვლენისა რასაც
ადგილი ჰქონდა 1918
წლის 26 მაისს.
როდესაც რუსეთის
იმპერიის
ერთ-საუკუნოვანი
ბატონობის შემდეგ,
საქართველო გახდა
დამოუკიდებელი
რესპუბლიკა.
აღსანიშნავია, რომ
დამოუკიდებლობის
ხანმოკლე სამი წლის
განმავლობაში,
საქართველო იყო
პირველი ევროპული
სახელმწიფო რომელმაც
სოციალ-დემოკრატია,
და შესაბამისი
ევროპული
ფასეულობები,
სამთავრობო პოლიტიკად
აქცია
1918-1921
წლებში, სანამ
საბჭოთა იმპერიის
მიერ იქნებოდა
ანექსირებული.
ქართველ ხალხს
არასოდეს განელებია
თავისუფლების
წყურვილი, და მრავალი
შეეწირა ამ დიად
მიზანს.
დღეს ჩვენ ვიგონებთ
წარსულის გმირებს და
პატივს მივაგებთ მათ
ხსოვნას.
ჩვენ არასოდეს
დავივიწყებთ ილია
ჭავჭავაძეს, ქაქუცა
ჩოლოყაშვილს, ნოე
ჟორდანიას, მერაბ
კოსტავას, 1989 წლის
9 აპრილს დაღუპულ
ჩვენს
თანამემამულეებს.
მე მოხარული ვარ რომ
გუშინ, თბილისში
გაიხსნა "საბჭოთა
ოკუპაციის მუზეუმი
რომელიც უკვდავყოფს
საბჭოთა რეჟიმის
მსხვერპლთა სახელებს.
მეგობრებო,
თავისუფლება არ
ნიშნავს მხოლოდ
სახელმწიფოს
დამოუკიდებლობას.
ჭეშმარიტი
თავისუფლება
გულისხმობს ხალხის
მონაწილეობას ქვეყნის
მართვაში მის მიერ
არჩეული ხელისუფლების
მეშვეობით.
ჩვენს ქვეყანაში
კომუნიზმის
ნანგრევებზე
თავისუფალი
საზოგადოების
აშენებას
წლები დასჭირდა.
2003 წლის ნოემბერში,
ქართველ ხალხის კიდევ
ერთხელ მოუწია
არჩევანის გაკეთება
უსამართლობას და
თავისუფლებას შორის.
და ჩვენ გავიმარჯვეთ,
მოვიპოვეთ რა უფლება
გვყოლოდა ჩვენ მიერ
არჩეული მთავრობა.
მაგრამ მარტო ეს
საკმარისი არ არის.
თავისუფლებას
შემდგომი დაცვა და
განმტკიცება
სჭირდება.
ჩვენ ვგრძნობთ ამ
პასუხისმგებლობას,
რომელიც მძიმეც არის
და ამავდროულად
საპატიო.
ჩვენ არ გვაქვს
უფლება იმედი
გავუცრუოთ ქართველ
ხალხს, და ბოლომდე
დავიცავთ საქართველოს
დამოუკიდებლობას და
ქართველი ხალხის
თავისუფლებას.
პიროვნული
თავისუფლება თითოეული
ადამიანის
თანდაყოლილი უფლებაა.
თავისუფალი
საზოგადოება კი
აძლევს მოქალაქეს
უამრავ
შესაძლებლობებს.
დღეს საქართველოში
თავისუფლება არის
შესაძლებლობა.
ეს არის საქართველოს
მოქალაქის
შესაძლებლობა სრულად
გამოავლინოს თავისი
პოტენციალი
თავისუფალ, ნიჭსა და
ღირსებაზე დაფუძნებულ
საზოგადოებაში.
დღეს საქართველოში
თავისუფლება ნიშნავს
შესაძლებლობას მიიღო
თანამედროვე, მაღალი
დონის განათლება,
რომელიც თანაბრად
მისაწვდომია
ყველასთვის.
დღეს საქართველოში
თავისუფლება არის
შესაძლებლობა იცხოვრო
უსაფრთხო და დაცულ
საზოგადოებაში,
რომელსაც იცავს
არაკორუმპირებული
პოლიცია, და
დემოკრატიულ
ფასეულობებსა და
პრინციპებზე აგებული,
ძლიერი ჯარი.
დღეს საქართველოში
თავისუფლება ნიშნავს
ეკონომიკას, რომელიც
ვითარდება, ჯანსაღი,
ლიბერალური,
თავისუფალი ბაზრის
პრინციპების
შესაბამისად.
მაგრამ, თავისუფლება,
შესაძლებლობებთან
ერთად,
პასუხისმგებლობას და
თავგანწირვასაც
გულისხმობს.
საქართველოსთვის,
თავისუფლების იდეალი
ნიშნავს
პასუხისმგებლობას
ერთმანეთის, და
ქვეყნის წინაშე, რომ
ვიზრუნოთ თითოეულ
მოქალაქეზე, და
დავიცვათ სამშობლო.
თავისუფლება ნიშნავს
პასუხისმგებლობას
ჩვენი წინაპრების
წინაშე, რომ
შევინარჩუნოთ ჩვენი
ენა, სარწმუნოება და
საუკეთესო
ტრადიციები.
დღეს საქართველოში,
თავისუფლება ნიშნავს
შემწყნარებლობას
სხვათა მიმართ, და
პატივისცემას
განსხვავებულისადმი.
თავისუფლება ნიშნავს
პასუხისმგებლობას
საერთაშორისო
საზოგადოების მიმართ,
რომ განვამტკიცებთ
მშვიდობას და
დემოკრატიას არა
მხოლოდ ჩვენს
მიწა-წყალზე, არამედ
მის გარეთაც.
ჩვენ მზად ვართ მეტი
პასუხისმგებლობის და
მეტი მიღწევებისთვის
თავისუფლების
დასამკვიდრებლად.
საქართველო ვერ
იქნება ბოლომდე
თავისუფალი, სანამ
აფხაზეთი და
ცხინვალის
რეგიონი/სამხრეთ
ოსეთი უცხო
სახელმწიფოს მიერ
ანექსიის მცდელობის
მსხვერპლია და იქ
გამეფებულია
უკანონობა და
ტირანია.
ამ რეგიონების
მოსახლეობამ არ იცის
რა არის თავისუფლება.
ჩვენ არ დავიშურებთ
ძალას და რესურსებს
რათა მშვიდობიანი
გზით აღვადგინოთ
ტერიტორიული
მთლიანობა, და ჩვენს
აფხაზ და ოს დებთან
და ძმებთან ერთად
ავაშენოთ თავისუფალი
საქართველო.
ჩვენ მათ ვთავაზობთ
მშვიდობიან,
დემოკრატიულ
განვითარებას. რადგან
თავისუფალი
საზოგადოებები
მშვიდობიან
საზოგადოებებს
წარმოადგენენ.
სწორედ ასეთ
საზოგადოებაში
შევძლებთ ჩვენ ყველა
სრულად ვისარგებლოთ
თავისუფლების და
დემოკრატიის ნაყოფით.
როგორც თავისუფალ
ქვეყანას, დღეს
საქართველოს
გაცილებით მეტი
პასუხისმგებლობა
აკისრია, და ამ
ვალდებულებებს ჩვენ
შევასრულებთ ჩვენს
მეგობრებთან ერთად,
რომლებიც გვერდში
გვიდგანან თავისუფალი
ქვეყნის აშენების
საქმეში.
თავის მხრივ,
თავისუფალი
საქართველო,
საერთაშორისო
საზოგადოებასთან
ერთად, ეხმარება სხვა
ქვეყნებს
თავისუფლების და
დემოკრატიის
დამკვიდრებაში.
სწორედ ამიტომ, ჩვენ
ვიცავდით თავისუფალ
არჩევნებს ავღანეთში.
ვეხმარებით ავღანელ
და ერაყელ ხალხს
თავისუფლების
დაცვაში, და
ვმონაწილეობთ
კოსოვოში
უსაფრთხოების
განმტკიცებაში.
საქართველოს მიერ
თავისუფლების და
დემოკრატიის გზაზე
მიღწეული წარმატებები
არ ეკუთვნის მხოლოდ
საქართველოს, მას
უფრო მეტი
მნიშვნელობა აქვს.
რადგან ყველაზე
მნიშვნელოვანი წვლილი
თავისუფლების
დამკვიდრების საერთო
საქმეში თავისუფლების
დემონსტრირებაა.
მე, როგორც საგარეო
საქმეთა მინისტრი,
ამაყი ვარ, რომ
საერთაშორისო
ასპარეზზე
წარმოვადგენ
ქვეყანას, რომელსაც
თავისუფლებისათვის
ბრძოლაში
ფასდაუდებელი წვლილი
მიუძღვის როგორც
დემოკრატიული
ტრანსფორმაციის
მაგალითს.
ჩვენი მიზანია
წარმოვაჩინოთ
თავისუფალი
საზოგადოების
უპირატესობა რათა
სტიმული მივცეთ
დემოკრატიულ ძალებს
მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეში ებრძოლონ
ტირანულ რეჟიმებს.
ჩვენ გვსურს
დავანახოთ ჩვენს
მეზობელ რუსეთს, რომ
ერთიანი, თავისუფალი
და დემოკრატიული
საქართველო გაცილებით
სასარგებლოა მისთვის,
ვიდრე სუსტი და
დანაწევრებული.
და რომ, მხოლოდ
ჯანსაღ კეთილმეზობლურ
ურთიერთობებს
შეუძლიათ ჩვენი
ქვეყნებისთვის
სიკეთის მოტანა და
არა ძალადობის და
ზეწოლის პოლიტიკას,
რომლის ქიმერული
მიზანი იმპერიული
წარსულის დაბრუნებაა.
ჩვენი ერთგულება
თავისუფლების და
დემოკრატიის
იდეალებისადმი
წარმოადგენს ძირითად
მამოძრავებელ ძალას,
რაც განაპირობებს
ჩვენს სწრაფვას
ევროპულ ოჯახში
დაბრუნებისა და
ვეროპულ და
ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციისაკენ.
ჩვენი გზა ძლიერ
წააგავს სულ
რამდენიმე წლის წინ
ბალტიის ქვეყნების
მიერ განვლილ გზას.
მაშინ ცოტა ვინმე თუ
წარმოიდგენდა, რომ ეს
ქვეყნები ასე მალე
გარდაიქმნებოდნენ
სრულფასოვან
დემოკრატიებად, და
გახდებოდნენ ვეროპული
და ევრო-ატლანტიკური
ინსტიტუტების
წევრები.
ჩვენ სწორ გზაზე
ვდგავართ და
მადლიერნი ვართ ჩვენი
მეგობრების
მხარდაჭერის,
რომლებიც
დაგვეხმარნენ
პროგრესის
მიღწევაში.
დასასრულს,
მინდა ავღნიშნო,
კარგად გვესმის,
ჩვენს მიერ არჩეული
გზა არ იქნება იოლი.
როგორც ამერიკის
ერთ-ერთი
დამფუძნებელი მამამ,
მესამე პრეზიდენტმა
თომას ჯეფერსონმა
თქვა - "თავისუფლების
მღელვარე ზღვა
არასოდეს არ არის
ტალღების გარეშე".
ჩვენ გავაგრძელებთ
ჩვენს გზას, რადგან
მტკიცედ გვწამს
თავისუფლების
გარდაუვალი
გამარჯვების, და
საქართველო
მივიყვანოთ მშვიდ
ნაპირზე. |