ისტორიული მიმოხილვა

ლიტერატურული მიმოხილვა

მაყაშვილთა გოდება

კოლაუ ნადირაძე

ტიციან ტაბიძე

ნაწარმოებები მასალები

     
 

კოტე მაყაშვილი

მარო მაყაშვილს

 

დავილაღე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,

ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი.

ჟადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,

ა, უშენოდ ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი!

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით...

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით...

დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი!

სამშობლო თუ შენ - რომელი, ახ, ვიტირო, რომელი?!

დავდნი ცრემლად ორივესთვის ცხვათა ცრემლთა მშობელი!..

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა!.. შემინდე!..

მაროს მამა ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?!

როს იღვიძებ, შვილო, ჩემში ვფეთქავ ალად ვიგზნები,

შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე! მუხასავით ვდგევარ მაგრად,წყნარადა.

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა!

და თუ ბედმა წამაქცია მეხით, ცეცხლის მკვესავით -

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

 

<<<უკან

 

 
     
 

პროექტის შესახებ

ავტორები და კონსულტაციები

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 

© 2008 წელი. № 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Хостинг от uCoz