|
maro mayaSvili
ფიქრები
წყაროსთან
მშვენიერ
სანახაობას
წარმოადგენდა N
ალაგი.
თითქმის
ყველგან
მოსჩანდა
ხეხილი,
რომლის
ქვეშ
დამათრობელი
ჩრდილი
ეფინა.
აბიბინებული
მინდვრები
გულს
უმშვიდებდნენ
ადამიანს.
ფიქრით
დაღალული,
ფიზიკურად
დაქანცული
წავაწყდი
წყაროს
რომელიც
ამოჩუხჩუხებდა
ერთი
ცაცხვის
მეზობლად.
ისეთი
მომხიბლავი
იყო
ეს
ალაგი,
რომ
მივწექი
იქვე
და
ოცნებას
მივეცი.
ტკბილია
ოცნება
მყუდრეობაში.
საღამო
ჟამი
იყო,
ჰაერში
სიჩუმე
სუფევდა,
მზეც
მისუსტებული
უკანასკნელ
სხივს–ღა
უგზავნიდა
არეს.
დაუდეგარი
და
მოუთმენელი
მთვარე
მზის
ჩასვლამდე
დასკუპულიყო
ცის
კამარაზე
და
თითქოს
ეუბნებოდა
«მზეო
ეხლა
ჩემი
რიგიაო».
ჩამობინდდა.
ჩემს
გულსაც
თითქოს
სიბნელე
ეპარებოდა.
ტკბილი
ოცნებიდან
მწარეზე
გადავდიოდი.
ესეთი
სასტიკი
შეცვლა
ძნელი
იყო.
ჩემდა
მოულოდნელად
ეს
ფიქრები
იბადებოდნენ
ჩემს
თავში:
მაგ.,
რომ
ჩავუკვირდეთ
ცხოვრებას,
რას
წარმოადგენს
იგი.
რა
უმნიშვნელოა
ქალი
მამაკაცის
წინ.
რა
არის
სიყვარული.
ეს
აზრები
მიბნევდნენ
გონებას.
ყოველ
ამ
კითხვაზე
ვეძებდი
პასუხს.
ბოლოს
იმ
აზრს
დავადექი,
რომ
ბევრს
არაფერს
წარმოადგენს
ადამიანი.
იგი
ხეხილივით
ხარობს,
მხოლოდ
უფრო
მეტი
სარგებლობა
მოაქვს
მით,
რომ
ის
აზროვნებს
და
მოქმედებს.
დანარჩენით
კი
ისიც
იბადება,
იკვებება
და
ბოლოს
როგორც
ყველა,
ხმება
და
ეს
ყველაფერი
იქცევა
არაფრად
და
იმ
არაფერზე
ისევ
მისი
მსგავსი
დაიბადება
და
ამოვა.
<<<უკან
|
|