ვახტანგ
კოტეტიშვილი
რუსეთის
კომუნიზმი
დამარცხების
გზაზე
ბოლოს
და
ბოლოს
სიმპტომები
აცხადდნენ
და
შორეული
მუქარა
მოგვიახლოვდა.
დიაღ,
რუსეთზე
მეოცნებე
კომუნისტები
საქართველოს
აღსავლის
კართან
დადგნენ.
დიდი
სამზადისი
აქვთ.
ყოველგვარი
გზით
სცდილობენ
მეფირ
რეჟიმით
ნაზარდი
სულის
დაკმაყოფილებას.
მათი
კომუნისტური
შეგნება
თუ
შეუგნებელი
კომუნიზმი,
ვერ
ურიგდება
რუსეთიდან
გამოყოფილ
ერთა
თავისუფალ
არსებობას.
საერთოდ
რუსეთი,
სადენიკინო
თუ
სალენინო,
განსაკუთრებით
საქართველოს
იღებდნენ
მიზანში.
დღესაც
მათი
საზვერავი
ბინოკლი
ჩვენსკენ
არის
მოქცეული.
რაც
დენიკინს
უნდოდა,
ეს
ყველამ
ვიცოდით
და
შავ
გენერალს
შეცდომაში
ვერავინ
შეჰყავდა.
მათი
გვარეული
ბუნება
რუსეთის
რეაქციამ
საკმაოდ
შეგვასწავლა.
მაგრამ
რა
სწადიანთ
მოსკოვის
გათამამებულ
ბოლშევიკებს?
რატომ
არ
ეტევიან
რუსულ
ქერქში?
ძველ
იმპერიალისტურ
ზრახვებს
რატომ
არ
სტოვებენ?
ანდა
რევოლუციის
დიდ
პრინციპს,
ერთა
განთავისუფლების
შესახებ,
რომლის
ქვეშაც
ბოლშევიკებმა
ხელი
რიხით
მოაწერს,
რას
ეშვრებიან?
იქნებ
ჰგონიათ,
რომ
კომუნიზმის
ლეღვის
ფოთოლი
დაჰფარავს
მათ
სიშიშვლეს,
და
სოციალიზმის
ატლასით
დარახტულ
რაშით
ყველგან
შეაჭენებენ
რუსულ
იმპერიალიზმს?
იქნებ
ჰგონიათ,
რომ
ბაქოში,
ღამით
დანაყივი
მანიფესტით
კომუნიზმმა
გაიმარჯვა?
ნუთუ
სჯერათ,
რომ
ასკერთა
საბჭო
სოციალიზმს
განახორციელებს?
თუ
Hჰო,
მოხდა
მოსკოვის
კომუნისტების
დამარცხება.
ბაქოს
დროებითი
რევოლუციონური
კომიტეტი
რუსეთის
საბჭოთა
მთავრობის
ზნეობრივი
გაღარიბების
მაჩვენებელია.
მოსკოვის
წითელი
კომუნიზმი
გაყვითლდა
ბაქოში,
თუმც
სამაგიეროდ
გაიძვერა
პანისლამისტები
გაწითლდნენ.
«ბრუდერშაფტი»გაჩაღდა.
ლენინი
და
ნაზი-ბეი
მოსკოვში
ფიცსა
სდებენ,
და
მცირე
აზიის
ფაშები
კი
უხმობენ
კომუნისტებს
გადალახონ
შავი
სომხეთი
და
«წითელ»
ოსმალეთში...
მაგრამ
ფრაზა
არ
თავდება.
თვით
იციან
ოსმალებმა,
როგორც
დაათავებენ.
ოთხი
საუკუნეა,
რაც
ოსმალეთის
გველური
დიპლომატია
ათამაშებს
ევროპის
გაქნილ
პოლიტიკას,
და
არა
მგონია,
ლენინმა
შესძლოს
ოსმალეთის
ცხვირით
ტარება.
წითელ
დროშას
ჯერ
კიდევ
დიდხანს
ვერ
დაინახავენ
ავკურიანი
ოსმალოები.
ფაშების
ავტორიტეტს
ასე
მალე
ვერ
შეელევა
ბეგების
ქვეყანა.
ლენინს
სურს
თავისად
გამოიყენოს
ოსმალეთის
შეურაცხყოფილი
და
დამარცხებული
მდგომარეობა,
სურს
წითელი
ფერით
შეღებოს
აბდულ-ჰამიდის
საბრძანებელი,
მაგრამ
მგონია,
რომ
უფრო
ქართული
ანდაზა
გამართლდება:
«სხვათა
მაზიარებელი
მოკვდა
უზიარებელი»-ო.
ოსმალეთი
უფრო
მოხერხებულად
გამოიყენებს
ლენინს.
აზერბაიჯანიდან
მოყოლებული,
სომხეთ-სამაჰმადიანო
საქართველო-ბათომით
დიდი
ხანია,
რაც
ესიზმრაბათ
ოსმალეთის
ვეზირებს,
და
ლენინიც
მხოლოდ
ამ
სიზმართა
ამცხადებლის
როლში
დარჩება.
შემთხვევითი
ხომ
არ
არის
საქართველოს
სამხრეთით
ოსმალთა
ასკერების
თავის
მოყრა.
«აქეთ
შენ
და
იქით
მეო»
-
ასე
არიან
შეთანხმებულნი.
ხელი
ხელსა
ჰბანს.
ოსმალეთი
სცდილობს
ოტტომანთა
დიდი
იმპერიის
აღდგენას,
ლენინი
-
დიდი
რუსეთისას.
მათ
სურვილთა
აცხადებას
კი
უნდა
შეეწიროს
საქართველო.
საამისოდ
ენერგიულად
ემზადებიან,
მაგრამ
წააგებენ.
საქართველოს
მიწაწყალზე
ვეღარ
იბოგინებს
რუსული
იმპერიალიზმი,
და
ოსმალოს
ბატონობა
ხომ
ისტორიას
ჩაბარდა.
მაგრამ
დავანებოთ
ოსმალეთს
თავი.
ისევ
რუსეთის
კომუნისტებს
მიუბრუნდეთ.
როგორც
ამბობენ,
მათი
სურვილია
საქართველოში
საბჭოთა
მთავრობის
შემოღება.
რა
ადგილი
აქვს
მათ
სურვილს
საქართველოში?
განა
ქართველ
ხალხს
დაეკარგა
სურვილის
უნარი?
ან
იქნებ
ჰგონიათ,
რომ
ბრძოლა
დაგვავიწყდა
და
გვასწავლიან?
ისინი
გარედან
ლანძღავენ
საქართველოს
მენშევიკებს,
მაგრამ
საქართველოში
კი
ყველა
კმაყოფილია
მატი
პოლიტიკით?
ანდა,
განა
სოციალისტურ
შემოქმედებას
დღესვე
საქართველოში
არა
ჰყავს
დამცველები?
დაგვანებონ
თავი.
უვარგის
პოლიტიკას
თვით
ქართველი
მშრომელი
ხალხი
უარყოფს.
ამისთვის
სულაც
არ
არის
საჭირო
რუსული
კომუნიზმი.
სოციალიზმისთვის
აქტიურ
მოქმედებას
ჩვენვე
შევძლებთ
საკუთარ
ძალით.
და
თუ
თვით
ძალა
ერჩით
და
შემოქმედებითი
პოტენცია
გამოჩენას
ლამობს,
ისევ
მოსკოვს
დაუბრუნდნენ,
ანდა
«დენიკია»-ს
მიხედონ.
ერთი
გადმოვლით
ხომ
ვერ
გაასოციალისტებენ
იმ
ბრბოს,
რომელიც
ამ
ორი
სამი
თვის
წინად
დენიკინზე
ლოცულობდა.
დაუბრუნდნენ
თავიანთ
ქვეყანას.
ბევრი
აქვთ
იქ
საქმე.
ჩვენ
კი
დაგვანებონ
თავი.
ახალ
გზებს
ისინი
ვერ
აღმოგვიჩენენ,
და
ეს
გზა
კი,
რომლისკენაც
მიგვითითებენ
ძველი
გზაა,
კარგად
ნაცნობი.
მას
რუსულ
იმპერიალიზმისკენ
მივყავართ.
მტრობას
დაანებონ
თავი
და
საქართველოს
დამოუკიდებლობის
მოსპობაზე
ნუ
იოცნებენ.
ჯერ
საქართველო
ისე
არ
წამხდარა,
რომ
მტრის
წინ
შედრკეს.
და
ის
მუქარა,
რომელსაც
გუშინდელი
კომუნისტები
უთვლიან
ჩვენს
ქვეყანას,
მხოლოდ
ისეთსავე
უნიადაგო
ხალხს
თუ
შეაშინებს,
როგორც
თვით
ეს
გაკომუნისტებულები
ბრძანდებიან!
ისევ
ისა
სჯობიან,
შეურიგდნენ
ჩვენი
თავისუფლების
აზრს
თუ
ნამდვილი
სოციალისტები
არიან,
ოსმალეთის
ტაფაში
ნუ
სცდილობენ
საქართველოს
ჩაგდებას.
დარწმუნდნენ,
რომ
საქართველო
აზერბაიჯანის
დელეგაციით
არ
შემოიყვანს
რუსულ
ჯავშნოსანს,
რომელსაც
დღემდე
დენიკინი
მართავდა,
დღეს
კი
ლენინი
დააქროლებს.
ახსოვდეთ
რომ
ქართველი
ასე
მღეროდა
და
მღერის:
ვისაც
მოუკლავს
ის
მოჰკლავს,
ნადირსა
ხშირი
ტყისასა,
ვინც
დახვედრია,
დახვდება,
ლაშქარსა
ურიცხვ
მტრისასა.
<<<უკან
|